ნახეთ, საინტერესოა, როგორ მშვენიერად და ეკზოტიკურად აღიქვამს უცხოელი ქართულ ბაზარს, სადაც ჩვენ მაინცდამაინც არ გვეხალისება სიარული და თანამედროვე სუპერმარკეტებს ვამჯობინებთ :)
February 24, 2012
ქართული ბაზარი გერმანელის თვალით
| შეფასება |
ინდაურის ფილეს რულეტი
თუ საქართველოში ინდაურის ფილეს შეხვდებით, საახალწლო დღეების გარდა, მაშინ ამ გემრიელი და მარტივი რულეტის მომზადებას ნუ დაიზარებთ. ყველაფერთან ერთად, ინდაურის ხორცი ძალიან სასარგებლო და ჯანსაღია, თუ ბეკონს გამოვრიცხავთ, მშვენიერი დიეტური სადილი გამოგივათ, გარნირს თქვენი გემოვნებით შეურჩევთ.
- ინდაურის მთლიანი ფილე, უძვლო,ორივე ნაწილი
- ფერადი ბულგარულები თითო ცალი, პატარა
- მარილი, ახალდაფქული ძავი პილპილი
- 1 შეკვრა ბეკონი, სასურველია შებოლილი
ინდაურის ფილე სიბრტყეზე ჩაჭერით, თუმცა არა ბოლომდე, წიგნივით უნდა გადაიშალოს. მსუბუქად დაგეგვეთ და მარილი და პილპილი მოაყარეთ.
დაალაგეთ ბეკონი ერთმანეთის გვერით , ზემოდან დაადეთ ფილე, შემდეგ ერთ ზოლზე ჩაამწკრივეთ ჩხირებად დაჭრილი წიწაკა. გადაახვიეთ ბეკონის სიგრძის მიმართულებით, ძაფით დააფიქსირეთ.
მე ჯერ გახურებულ ტაფაზე დავბრაწე სწარფად , შემდეგ კი 200-230 გრადუსზე დავასრულე ღუმელში.
ცოტა გააგრილეთ და დაჭერით.
უხდება ბოსტნეულის ''ფრეშ'' სალათი

საძიებო სიტყვები:
ბეკონი,
ბულგარული წიწაკა,
ინდაური,
რულეტი,
ფილე
| შეფასება |
კარტოფილი პომიდორში
კარტოფილი გაფცქვენით, დაჭერით სასურველი ზომის და ფორმის ნაჭრებად; ღრმა ტაფაში ან ქვაბში მოშუშეთ წინასწარ მსხვილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, მიუმატეთ კარტოფილი, 1 წუთიანი შუშვის შემდეგ დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, დაასხით ტომატ–პიურეში გახსნილი 1–1,5 ჭიქა წყალი, ადუღეთ 5 წუთი ნელ ცეცხლზე, შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი სტაფილო, შუშეთ თავდახურულ ტაფაში დაბალ ცეცხლზე, ნუ მოურევთ. როგორც კი კარტოფილი მოიხარშება, დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი და შეაზავეთ გემოვნებით.
რა გამოვიყენე:
● 1 კგ კარტოფილი
● 2 ც სტაფილო
● 2 თავი ხახვი
● 3 კბილი ნიორი
● 2 ს/კ სიმინდის ზეთი
● 1 ჩ/კ ზეთისხილის ზეთი
● 1 ს/კ ტომატი–პიურე (ან გახეხილი პომიდორი)
● 1–1,5 ჭიქა წყალი
● 2 დაფნის ფოთოლი
● 100 გ ოხრახუში, ქინძი, მწვანე ხახვი
● მარილი, შავი პილპილი, წითელი პილპილი, ორეგანო გემოვნებით

ბოსტნეული,
სამარხვო,
ცხელი კერძი
| შეფასება |
February 23, 2012
აჯიკიანი პურები
ინგრედიენტები:
- წყალი, თბილი (უფრო ცხელისკენ) ... 0,5 ლიტრი
- საფუარი ..... 1 სუფრის კოვზი (11 გრ)
- შაქარი ..... 1 ჩაის კოვზი
- ზეთი ....... 2 სუფრის კოვზი
- აჯიკა (არც ძალიან მწარე) ..... 1 სუფრის კოვზი
- ნიორი .... 3 კბილი
- ფქვილი .... 1 კგ
- მარილი ..... 1 სუფრის კოვზი
მომზადების წესი:
ყველა ჩამოთვლილი ინგრედიენტით მოვზილოთ ცომი. დავდგათ მინიმუმ 30 წუთით თბილ ადგილზე ასაფუებლად.
ცომი აფუვდება და თითქმის გაორმაგდება. ამის მერე ზეთიანი ხელებით უნდა ჩავზილოთ და ასევე ზეთიანი ხელებით მივცეთ პატარა პურებს ფორმები. ეს გუნდები დავალაგოთ თუნუქის ფურცელზე, დავაფაროთ ნამიანი მარლა და დავდგათ 30 წუთით ისევ ასაფუებლად.
შემდეგ გადავუსვათ კვერცხის გული + ცოტა არაჟანი (მაწონი ან რძე), მოვაყაროთ სეზამის მარცვლები (სურვილისამებრ) და გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 20 წუთის მაძილზე. ბოლოს ჩაურთეთ ღუმელში მხოლოდ ზემოდან სიმხურვალე და დაბრაწეთ სასურველ დონემდე
მიირთვით გემრიელად!!!
| შეფასება |
ნაზუქი
თონეში გამომცხვარ, სურნელოვან ნაზუქს რა სჯობს, მაგრამ იშვიათად თუ მოახერხებთ ასეთის ყიდვას :( სურამის ნაზუქი, გზის პირას გასაყიდად რომ გამოაქვთ, საერთოდ რა სახსენებელია, ჩვეულებრივი, კვერცხწასმული პურია, ყოველგვარი სიტკბოს, არომატის და გემოს გარეშე. ზაფხულობით, როცა სოფელში ჩავდიოდი ბებო მიცხობდა გემრიელ ნაზუქებს, მაგრამ ახლა ძალიან მოხუცდა და ხშირად ვეღარ ვაწუხებ. ზოგჯერ მეზობლის ქალები მეხმარებიან, ცომს ჩვენ ვამზადებთ, ისინი კი თონეში მიკრავენ :) აქედანაც დიდ მადლობას ვუხდი მათ :)
ეს ნაზუქიც ერთ ზაფხულს მოვამზადეთ და მუსრი გავავლეთ :) გაგიზიარებთ, თუმცა ქალაქში ალბათ არ მოხერხდება თონეში გამოცხობა. რეცეპტში შემავალი ინგრედიენტების რაოდენობა მიახლოებითია, რადგან დედაჩემმა მოამზადა და ზუსტი აწონვა ვეღარ მოვახერხე. რაოდენობა გათვლილია 1 სავსე თონეზე, გამოვიდა 20 ცალი ნაზუქი, ანუ შესაძლებელია გაყოთ 2-ზე ან სულაც 4-ზე და ისე გააკეთოთ.
- დაახლოებით 4 კგ ფქვილი
- 3 კგ შაქარი
- 3ლ რძე
- დაფქული ან დაჩეჩქვილი მიხაკი, დაახლ. 2 ჩ.კ, ამდენივე დაფქული დარიჩინი (თუ სანელებლების მკვეთრი გემო მოგწონთ, ცოტა გაზარდეთ რაოდენობა)
- 2 შეკვრა ვანილი
- 800 გ მაწონი
- 400მლ ზეთი
- ქიშმიში
- 4 კვერცხი, 7 ზედ წასასმელად
- საფუარი დაახლ. 2-3 ს.კ
საფუარი თბილ რძეში გახსენით და აფუება აცალეთ. შაქარიც თბილ რძეში უნდა გაიხსნას. სანელებლები შეგიძლიათ პირდაპირ ჩააყაროთ, ან რძეში გახსნათ და გაწუროთ.
ფქვილს შუაში გაუკეტეთ ღრმული, ჩაასხით საფუარიანი მასა, შაქრიანი რძე, მაწონი, ზეთის ნახევარი კვერცხები და სანელებლები. დაიწყეთ ცომის მოზელვა.ზელვა საჭიროა დიდხანს, სანამ ცომი არ გახდება ელასტიური, მკვრივი და ბუშტუკებიანი, ხელები ისველეთ დარჩენილ ზეთში. დიდხანს ზელით ცომი ჟანგბადით მდიდრდება. უნდა იყოს დაახლოებით როგორც პურის ცომი, რადგან უფრო რბილი თუა თონეში ჩავარდება, არ მიეკრობა. თუ თონეში არ აცხობთ, შეგიზლიათ უფრო რბილი ცომი მოზილოთ. ბოლოს შეურიეთ ქიშმიშიც. შემდეგ დადგით ასაფუებლად.
ამის შემდეგ წესით თონე უნდა გაახუროთ. გათქვეფილი კვერცხი ესმევა უკვე ჩაკრულ ნაზუქს, სასურველია ორჯერ წასმა, უფრო მკვეთრი ფერისთვის. ამას გაზქურაში ვერ გააკეთებთ, უბრალოდ გამოცხობის წინ წაუსვამთ კვერცხს( ამ შემთხვევაში ნაკლები რაოდენობის კვერცხი დაგჭირდებათ, რადგან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ცხვება) და პირდაპირ გამოაცხობთ, ზემოდან გრილით დაბრაწეთ.
ბოლოს თონეში ჩაყარეთ 1-2 მუჭა შაქარი და სწრაფად დააფარეთ (როგორც წესი ფიცრებს აფარებენ ხოლმე) ზემოდან კი რაიმე სქელი ქსოვილი, თუნდაც ძველი ტანსაცმელი, რომელსაც აღარ იცვამთ. შაქრის ჩაყრისას ამოდის საშინელი ბოლი, რომელიც თვალებს დაგწვავთ თუ დროზე არ დააფარებთ (მე დამწვა ) მოკლედ, ამ დამწვარი შაქრის ბოლში ცხვება ნაზუქი.
პ.ს. გაზქურაში ცხობისას შაქარი არ შეაყაროთ, ვინმეს ხანძარი არ ეგონოს :)
| შეფასება |
February 22, 2012
მათთვის, ვისაც უყვარს კარტოფილი
რა არის იმისთვის საჭირო, რომ მოვამზადოთ კარტოფილის გემრიელი კერძები? როგორ მივაღწიოთ იმას, რომ კარტოფილით მომზადებულ სალათებში, წვნიანებში, მეორე თავ საჭმელებში, ღვეზელში რაც შეიძლება მეტი ვიტამინი დარჩეს?
მომზადების ყველაზე რაციონალური გზაა – კარტოფილის კანგაუცლელად მოხარშვაა. ასეთ შემთხვევაში პროდუქტი შეინარჩუნებს ვიტამინებისა და მინერალურ ნივთიერებათა მაქსიმალურ რაოდენობას.
– ხარშვისას კარტოფილს დაასხით ცოტა მდუღარე მარილწყალი, მჭიდროდ დაახურეთ ქვაბს ხუფი და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 10–15 წუთი, შემდეგ კიდევ 15–20 წუთი გედგათ ჩამქრალ ცეცხლზე, ვიდრე კარგად მოიხარშება.
– კარტოფილი ჩქარა რომ მოიხარშოს, წყალში მარგარინის ან კარაქის პატარა ნაჭერი ჩააგდეთ.
– გაზქურაში შეწვისას კარტოფილის კანი რომ არ გაუმუქდეს, წინასწარ ჩანგლით დაჩხვლიტეთ. მსხვილად დაჭრილი კარტოფილი ხარშვისას ვიტამინებს ნაკლებად კარგავს.
– ახალ კარტოფილში C ვიტამინი თითქმის არ იშლევა. ამიტომ დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ძმარი.
– კარტოფილის პიურე –– აუცილებლად ადუღებული, ცხელი რძით უნდა გაქნათ, ასეთ შემთხვევაში პიურე ფერს არ შეიცვლის.
– მოხარშულ კარტოფილს ნუ დატოვებთ ნახარშ წყალში.
– უმი კარტოფილის მაჭკატები (ოლადები) უფრო გემრიელი გამოვა, თუ მოხარშულ კარტოფილსაც დაუმატებთ.
– მაჭკატების დასამზადებლად გახეხილი კარტოფილი რომ არ გამუქდეს, ცოტა ცხელი რძე დაასხით.
შეწვამდე კარტოფილი ხელსახოცით უნდა შეაშროთ, რომ ლამაზად, წითლად დაიბრაწოს.
– მარილის დაყრა შეწვისას ჯობს, როცა თითქმის მზად იქნება – უფრო გემრიელი გამოვა.
– სასურველი არ არის კარტოფილის მოხაშვა ალუმინის ან სპილენძის ქვაბში –– რადგან ბევრ სასარგებლო თვისებას კარგავს.
– კანიანად მოხარშულ კარტოფილს უკეთესად გაფცქვნით, თუ მოხარშვისთანავე ცივ წყალს დაასხამთ.
– კარტოფილი სწრაფად და გემრიელად შეიწვება, თუ შეწვამდე კანიანად 2–3 წუთით ადუღებულ წყაალს დაასხამთ, შემდეგ კი შეამშრალებთ.
– კანგაცლილი ძველი კარტოფილი ხარშვისას არ გამუქდება და გემრიელი იქნება, თუ წყალს 1 ჩ/კ ლიმონის წვენსა და 2 ნაჭერ შაქარს დაუმატებთ.
– მოყინულ კარტოფილს უსიამოვნო სუნი გაუვა, თუ ცოტა ხანს ცივ წყალს დაასხამთ, შემდეგ მდუღარე მარილწყალში ჩაყრით და 1 კოვზ ძმარს დაუმატებთ.
– მჟავე კომბოსტოს შჩის მოხარშვისას ჯერ კარტოფიილ უნდა მოხარშოთ, მერე კი მჟავე კომბოსტო დაუმატოთ, რადგან მჟავე წყალში კარტოფილი ცუდად იხარშება.
– გათლილი, უმ კარტოფილს ცივ წყალში დიდხანს ნუ გააჩერებთ: 1 საათის შემდეგ C ვიტამინის 13% და B ვიტამინის 5% დაკარგავს.

1991 წელი
ამონარიდი კულინარიული წიგნიდან
საძიებო სიტყვები:
კარტოფილი,
რჩევები,
სასარგებლო
| შეფასება |
February 21, 2012
ყვავილოვანი კომბოსტო ქათმის ფილეთი
ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია იოდით, მეც ხშირად ვეტანები ხოლმე და ვცდილობ სხვადასხვანაირად მოვამზადო. ამჯერად მოვამზადე სალათა მაიონეზით.
პირველ რიგში, ყვავილოვანი კომბოსტო (თავისი მწვანე ფოთლებიანად) მოვხარშე მარილწყალში, პარალელურად კი - ქათმის მკერდი და დაჭრილი კარტოფილი;
მოხარშული კომბოსტო გადმოვიღე ლანგარზე და ოდნავ შეგრილების შემდეგ პატარა ზომის ნაჭრებად დავჭერი.
ასევე წვრილად დავჭერი ქათმის მკერდი და კარტოფილი. შემდეგ ეს ყველაფერი მოვათავსე დიდ სასალათეში, მოვაყარე წვრილად დაჭრილი კამა, შავი პილპილი, მარილი და ბოლოს მაიონეზი (სასურველია ქილის).
რა გამოვიყენე
ყვავილოვანი კომბოსტო – 1 პატარა თავი
ქათმის მკერდი – 400 გრ
მოხარშული კარტოფილი – 4 (პატარა თავი)
მაიონეზი – 100–150 გრ
კამა – 50 გრ
მარილი/პილპილი გემოვნებით

მაიონეზი,
სალათები,
ყვავილოვანი კომბოსტო
| შეფასება |
Subscribe to:
Posts (Atom)

.jpg)
.jpg)